ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: ჩვენ ვქმნით და ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას

ჩვენ ვქმნით და ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას. ნებისმიერ მოქალაქეს და მითუმეტეს პოლიტიკოსს რა თქმა უნდა აქვს უფლება გაემიჯნოს გუნდს, რა თქმა უნდა სამწუხაროა, მაგრამ მათ ეს გზა აირჩიეს, ეს მათი არჩევანია. შესაბამისად, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ პროცესს, გამჭვირვალე დემოკრატიულ პროცესს არავითარ შეფერხებას არ შევუქმნით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, რომ ამ დემოკრატიულ საზოგადოებაში, სივრცეში ნებისმიერი კითხვა დასვას და ეს არის სტანდარტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა შემოიტანა ქვეყანაში.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულ ივანიშვილის დეპუტატებზე.

კომენტარები