ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 21 ივლისის ვაჭრობის შედეგები

CBW.ge

ლარი დოლართან 1.58 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1.30 თეთრით. 21 ივლისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8045 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8567 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.84 ლარია, ერთი ევროსი - 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.82 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.89 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრო აშშ დოლართან მიმართებით 12%-ით გაუფასურდა. ეკონომისტები ამ ფაქტს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუარესებულ ეკონომიკურ პროგნოზებს უკავშირებენ. რამდენიმე დღის წინ ევრო დოლართან მიმართებით აბსოლუტურ პარიტეტზე იყო, ერთი დღით კი, დოლარზე იაფიც ღირდა.

კომენტარები