ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 20 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 2.97 თეთრით. 20 ივლისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8203 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8697 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.85 ლარია, ერთი ევროსი - 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.83 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.89 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრო აშშ დოლართან მიმართებით 12%-ით გაუფასურდა. ეკონომისტები ამ ფაქტს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუარესებულ ეკონომიკურ პროგნოზებს უკავშირებენ. რამდენიმე დღის წინ ევრო დოლართან მიმართებით აბსოლუტურ პარიტეტზე იყო, ერთი დღით კი, დოლარზე იაფიც ღირდა.

კომენტარები