მასობრივი საფლავი

პოლონეთში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, რომელშიც სულ მცირე 8 000 ადამიანის ფერფლია

პოლონეთში, ქალაქ ჯიალდოვოში, ყოფილ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკთან ახლოს მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, რომელშიც სულ მცირე 8 000 ადამიანის, სულ 17.5 ტონა ფერფლი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ვარაუდობენ, რომ ეს ცხედრები შეაგროვეს და დაწვეს ნაცისტური ოპერაციის დროს, რათა მათ მიერ ჩადენილი მკვლელობების კვალი დაეფარათ. ეს საკონცენტრაციო ბანაკი 1939 წელს აშენდა და ნაცისტური ოკუპაციის დროს გამოიყენებოდა. იქ ნაცისტები კლავდნენ ებრაელებს, პოლიტიკურ ოპონენტებსა და პოლონური ელიტის წევრებს.

ამ საკონცეტრაციო ბანაკში სულ 30 000-მდე ადამიანი მოკლეს და მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ ნეშტების დნმ-ის ანალიზს ჩაატარებენ, რათა მსხვერპლის შესახებ უფრო მეტი გაიგონ. არქეოლოგებმა გათხრების დროს ტანსაცმლის ნარჩენები, ღილები და სხვადასხვა ნივთი აღმოაჩინეს.

 

კომენტარები