ალტ-ინფო

მორგოშია: რუსეთში ეს ხელისუფლება გაცილებით უფრო სიმპათიას იწვევს – სანქციებს არ შეუერთდნენ

მოსკოვში წავიდნენ გიორგი ქარდავა, პარტიის თავმჯდომარე, და შოთა მარტინენკო, გენერალური მდივანი. რამდენიმე დღე დაყოფენ მოსკოვში. შეხვდებიან სხვადასხვა პოლიტიკოსს. ძირითადი საკითხები არის უვიზო მიმოსვლის აღდგენა, რაც შეიძლება მალე და პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთ-საქართველოს შორის. 

ვისაც ჩვენ შევხვედრივართ, დუმის დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა შეწუხებული და მოტივირებულია, რომ რაც შეიძლება მალე უვიზო მიმოსვლაც იყოს და პლუს, ფრენებიც. ალტ-ინფომ თავის თავზე დიდი ხნის წინ იკისრა, რომ ერთ-ერთი გადამწყვეტი რგოლია რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დასტაბილურების.

გაცილებით უფრო სიმპათიებს იწვევს მათში ეს ხელისუფლება, ვიდრე წინამორბედები. [...] სანქციებს არ შეუერთდნენ და ცდილობენ, რომ ევროპელებისგან მოხვეული უაზრო რიტორიკა თავზე არ მოიხვიონ.

თქვა ძალადობრივი, პუტინისტური ალტ-ინფოს ლიდერმა, კოკა მორგოშიამ TV პირველთან საუბრისას.

კომენტარები