ჯეიმს კაანი

ნათლიას მსახიობი ჯეიმს კაანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი ჯეის კაანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ინფორმაციას მისი ოფიციალური Twitter-ის გვერდი ავრცელებს. 

"დიდი მწუხარებით გატყობინებთ, რომ ჯიმი 6 ივლისს გარდაიცვალა. ოჯახი აფასებს სიყვარულის გამოხატვას და გულითად სამძიმარს. გთხოვთ, რომ ოჯახის პირად სივრცეს პატივი სცეთ ამ რთულ დროს". – წერია ტვიტში. 

ბრონქსელი მსახიობი საზოგადოებას ყველაზე მეტად ფრენცის კოპოლას ფილმით "ნათლია" დაამახსოვრდა, სადაც ის სონი კორლეონის როლს ასრულებდა. ის ასევე ასრულებდა როლს ცნობილ ფილმებში, როგორიცაა "Elf", "Brian's Song", "El Dorado" და "Misery". 

 

კომენტარები