სტრატეგია აღმაშენებელი

ვაშაძე: იმედს ნუ გაიტეხთ, ვმუშაობთ საერთო სამოქმედო გეგმაზე

ბრძოლის სამომავლო გზას რაც შეეხება, მესმის, რომ გარკვეული იმედგაცრუება არის ადამიანებში, ვინც 3 ივლისის აქციაზე იყო მოსული. გულწრფელად ვთქვათ, რომ ეს ხალხი იყო მოსული, რათა დაწყებულიყო ხელისუფლებიდან ოლიგარქული რეჟიმის ჩამოშორების პროცესი, მაგრამ ვთხოვ ყველას, იმედს ნუ გაიტეხთ, რადგან ჩვენი რწმენა, რომ გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ მეტნი, ვიდრე ის FSB-ს მესიჯებით მოლაპარაკე ადამიანები, არის გარანტია, რომ გავიმარჯვებთ.

ერთადერთი, რაც იქნება თანამონაწილე და მეგზური ქართული ოცნების, ეს არის რწმენის გატეხა ჩვენში. აქედან გამომდინარე, ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან ინტენსიურად ვმუშაობთ საერთო სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე. ამას ახლო მომავალში ნამდვილად გაგაცნობთ. ერთ რამეში ვართ დარწმუნებული, დეკემბერში საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ამის გარანტია არის მოსახლეობის 90%, რომელიც გულწრფელად იბრძვის ევროპული პერსპექტივისთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე.

კომენტარები