საქართველო-ევროკავშირი

კალაძე: ქვეყანამ ომი რომ დაიწყოს, სტატუსი კი არა, ქვეყანა აღარ დარჩება

ომი არ დაიწყება, საქართველოში იქნება მშვიდობა, სიმშვიდე. ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს პირველ ადგილზე წამოწეული. ქვეყანამ ომი რომ დაიწყოს, სტატუსი კი არა, ქვეყანა აღარ დარჩება. ეს იქნება უდიდესი პრობლემა. ჩვენ ვნახეთ უკრაინის მაგალითზე. თუმცა, ამ მაგალითს რომ თავი დავანებოთ, ყველამ კარგად გავიხსენოთ, 2008 წელს რა ხდებოდა ქვეყანაში – დაკარგული ტერიტორიები, დაკარგული სოფლები, უამრავი ადამიანის დაკარგული სიცოცხლე, მთავრობის გაქცეული წევრები, დანგრეული ქალაქები და ა.შ. ომი არის ძალიან მძიმე რამ. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე.

თქვა თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ. 5 ივლისს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დეკემბრამდე საქართველოში ომი რომ დაიწყოს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გარანტირებულია.

კომენტარები