ევროპული საქართველო

ბოკერია: ღარიბაშვილის ამოცანა იყო, ეჩვენებინა, რომ ოპონენტები და საზოგადოება არის უძალო

საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს ყველას, ვინც თუნდაც გულწრფელი გულუბრყვილობით დააპირებს ხვალ ან ზეგ საუბარს, რომ ამ რეჟიმთან ერთად შესაძლებელია არსებითი ნაბიჯების გადადგმა. ეს არის იმ ტიპის გზავნილი, რომელიც ასეთ უტიფარ რეჟიმებს მხოლოდ აძლიერებს. გუშინ ღარიბაშვილის ამოცანა იყო ერთადერთი, ეჩვენებინა, რომ ოპონენტები და აქედან გამომდინარე საზოგადოება არის უძალო, რომ მას შეუძლია უბრალოდ გვითხრას, რომ ფეხებზე კიდია, რომ დაგვამციროს, და ეს გაუვა. მერე ეს ვრცელდება მთელ საზოგადოებაზე. 

ამას საზოგადოებამ უნდა გასცეს მკაფიო პასუხი ყველგან, მთელ საქართველოში და ეს იქნება და არის ევროპული საქართველოს ამოცანა, როცა ჩვენ დავაანონსეთ კამპანია - დეოლიგარქიზაციაზე, იგულისხმებოდა საზოგადოების მობილიზება ამ საკითხის გარშემო მთელ საქართველოში და მზაობა ნებისყოფით და რწმენით მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების მანამ, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ ამ რეჟიმის წასვლას, ახალ არჩევნებს და ქვეყნის თავისუფლების და უსაფრთხოების გზაზე დაყენებას.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია. 

კომენტარები