ეკონომიკური ზრდა

საქსტატი: 2022 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 14.9%-ით გაიზარდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის I კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. მიმდინარე ფასებში მთლიანმა შიდა პროდუქტმა 14 355 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით 14.9%-ით მეტია. ასევე, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 8.7 პროცენტით გაიზარდა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი არის ფასების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს ფასების ცვლილებას კონკრეტულ დროში. მშპ დეფლატორს სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურები ითვლიან, ძირითადად კვარტლურად, ან - წლიურად. 

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები, საბითუმო და საცალო ვაჭრობა.

ხოლო, მსოფლიო ბანკის 8 ივნისს გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პროგნოზების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 5.5%-ით გაიზრდება.

კომენტარები