ყაზახეთი

თოყაევმა რუსეთისგან ალექსანდრე ნეველის ორდენი არ მიიღო

Tengrinews.kz-ის ინფორმაციით, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა რუსეთს ალექსანდრე ნეველის ორდენით დაჯილდოებაზე უარი უთხრა. პრეზიდენტის განმარტებით, იგი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ყაზახური ან უცხოური ჯილდოების მიღებას არ აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა თოყაევს ალექსანდრე ნეველის ორდენით დაჯილდოება შესთავაზა. ყაზახი პოლიტოლოგის, იერბოლა იედილოვის ცნობით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვამდე არც ყაზახური და არც უცხოური ჯილდოები არ მიიღოს. ამავე მიზეზით, ბიშკეკში ბოლო ვიზიტისას პრეზიდენტმა ყირგიზეთის უმაღლეს ორდენზე უარი თქვა. 

მანამდე, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე თოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას არ აპირებს. მან უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სეპარატისტულ ფორმირებებს კვაზისახელმწიფოები უწოდა.

კომენტარები