ელექტროენერგიის შეზღუდვა

ხვალ, 18 ივნისს, ჩუღურეთსა და დიდუბეში ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგია დროებით შეუწყდება

telasi.ge

ხვალ, 18 ივნისს დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონების ზოგიერთ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის  მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ბელიაშვილის და ბოხუას (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები