სალომე ზურაბიშვილი

კობახიძე ზურაბიშვილის კამპანიაზე: გახსენებაც არ მინდა, მაშინაც არ გვიჯერებდა

ეს იყო საარჩევნო კამპანია, რომლის გახსენებაც არ მინდა. უმძიმესი იყო. არ გვიჯერებდა მაშინაც... როცა კანდიდატი არ მოგყვება კამპანიაში, ძალიან მძიმეა კამპანიის წარმართვა. ტექნიკური საკითხები რომ ავიღოთ, კლიპი იყო რაღაცნაირად გადასაღები და იქაც კი არ მოგვყვებოდა კლიპის გადაღებაში. ან რაღაც აქცია იყო დასაორგანიზებელი და უარს ამბობდა მოსვლაზე და ა.შ. რა გამოცდილი პიარული გეგმაც გვქონდა, იმაში არ მოგვყვებოდა.

მერე, კონკრეტული განცხადებები, რომლებზეც ვაფრთხილებდით, რომ არ უნდა გაეკეთებინა და მაინც გააკეთა სამწუხაროდ... მაგალითად, [2008 წლის აგვისტოს] ომთან დაკავშირებული განცხადება. [ომზე] ჯერ პირველი განცხადება გაკეთდა, მოგვიწია ამის შელამაზება. შემდეგ, ოპოზიციამაც პირადად მეც შემაქო, კარგად შეალამაზა, არ ეკუთვნოდა, მაგრამ მაინცო. მერე მეორე ისეთი დაემატა, რომელიც რთულად შესალამაზებელი იყო.

ესეთი რაღაცები იყო, მაგრამ ეს არის წარსული, რომლის გახსენებაც არ ღირს. დაყენებული იყო კანდიდატი და, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივყევით ამ კამპანიას. მთავარი ამოცანა იყო ის, რომ ნაცმოძრაობა არ მოსულიყო საპრეზიდენტო ინსტიტუტის სათავეში.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში.

კომენტარები