NATO-საქართველო

საქართველო NATO-ს ფორმატში მონაწილეობს, სადაც უკრაინის დახმარება განიხილება - ბურჭულაძე

საქართველო პირველად NATO-ს ფარგლებში გამართულ ე.წ რამსტაინის ფორმატში მონაწილეობს, სადაც მთავარი თემა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა. შეხვედრას უძღვება აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი. 

შეხვედრაზე საქართველოს მხარეს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე წარმოადგენს.

"დავესწრები ე.წ რამსტაინის შეხვედრას, სადაც არის უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი. საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ იარაღით ვერ ეხმარება უკრაინას, არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მაინც მიიწვიეს ამ ფორმატში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეხვედრები გავმართეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის ფინეთი, ბულგარეთი, თურქეთი. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები და ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენ მომავალ თანამშრომლობაზე, თუ როგორ ხედავენ სხვადასხვა ქვეყნები რუსეთიდან მომდინარე გამოწვევებს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს ყველა ამოცანა იქნება გადაჭრილი". – თქვა ბურჭულაძემ. 

კომენტარები