ოკუპირებული აფხაზეთი

აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სირიასთან სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა

აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სირიის არაბულ რესპუბლიკასთან სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

სეპარატისტების მედიის ცნობით, 29 მაისს აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ვლადიმირ ანუასა და სირიის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-ლეიტენანტ ალი მაჰმუდ აბასს შორის შეხვედრა შედგა, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება. 

შეხვედრის ვიდეოჩანაწერს ავრცელებს სირიის თავდაცვის უწყებაც.

სირია, სადაც სამოქალაქო ომის დროს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნებაში რუსეთის შეიარაღებული ძალები დაეხმარა, იმ ხუთი ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელიც აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს. აფხაზეთის დამოუკიდებლობა სირიამ 2018 წელს აღიარა, რის შემდეგაც თბილისმა დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. 2020 წელს სირიაში აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა. 

კომენტარები