ნიგერია

ნიგერიაში საქველმოქმედო ღონისძიებაზე ჭყლეტისას 31 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – ბავშვები

სამხრეთ ნიგერიაში საეკლესიო საქველმოქმედო ღონისძიებაზე ჭყლეტის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 7 - დაშავდა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, დაღუპულთა შორის ერთი ორსული ქალი და რამდენიმე ბავშვია.

ეკლესიის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ, პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ვაჭრობა შეეძლოთ. მსგავსი შეკრებები ნიგერიაში ხშირია, სადაც, სახელმწიფო სტატისტიკის მიხედვით, 80 მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს.

შაბათს დაგეგმილი საქველმოქმედო ღონისძიება დილის 8 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ადამიანებმა ეკლესიასთან შეკრება დილის 5 საათიდან დაიწყეს, საუკეთესო ადგილების მოსაპოვებლად გაარღვიეს ბარიერები.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა AP News-თან საუბრისას აღნიშნა, რომ "ძალიან ბევრი ბავშვი იყო" დაღუპულთა შორის. იმავე წყარომ გამოცემას უთხრა, რომ დაღუპულ ბავშვებს შორის 5 და-ძმაა. 

ნიგერიაში ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჟლეტის შედეგად ადამიანებმა სიცოცხლე დაკარგეს. 2013 წელს 24 ადამიანი, 2014-ში - 16 დაიღუპა. 

კომენტარები