ფემიციდი

კაცს, რომელმაც ავტობუსში ცოლი მოკლა, პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ავტობუსში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, როინ მებონიას პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

შემთხვევა თბილისში, 21 მაისს, გურამიშვილის გამზირზე მოხდა. კაცმა ცოლს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები