ტაბულას ინფორმაციით, თბილისში კაცმა ცოლი ავტობუსში მოკლა. შემთხვევა გურამიშვილის გამზირზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცი ადგილზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.