NATO-საქართველო

კობახიძე: სათანადო პატივისცემით და ყველაფრით შედგა შეხვედრა სტოლტენბერგის რეზიდენციაში

იყო დაგეგმილი შეხვედრა, შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირდა ამ შეხვედრის გამართვა, კოვიდი ჰქონდა გადატანილი გენერალურ მდივანს. და აქედან გამომდინარე იყო მისი პოზიცია, რომ შეხვედრა გადატანილიყო.

თუმცა, ეს უკვე აღარ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, როდესაც დაინახა, თუ რამდენად არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა ამ შეხვედრის გადადებას, ყოველგვარი სპეკულაციები და ა.შ, როგორც ჩანს, მან, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მაინც გადაწყვიტა ამ შეხვედრის გამართვა და თქვენ ნახეთ, რომ სათანადო პატივისცემით და ყველაფრით იყო გამართული ეს შეხვედრა მის საცხოვრებელ რეზიდენციაში და ძალიან მაღალი დონის და სათანადო შინაარსის შეხვედრა შედგა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პირველი არხის ეთერში, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და NATO-ს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრაზე.

კომენტარები