ისრაელი

დეპუტატის წასვლის შემდეგ, ისრაელის მმართველი პარტია ქნესეთის უმცირესობაშია

Abir Sultan/Pool via REUTERS

მას შემდეგ, რაც გაიანა რინავიე ზოაბიმ თანამდებობა დატოვა, ისრაელის მმართველი კოალიცია ქსენეთის უმცირესობაში აღმოჩნდა. დეპუტატის გადადგომის შემდეგ ქსენეთში პრემიერმინისტირს, ნაფთალი ბენეტის პარტიას 120 ადგილიდან მხოლოდ 59 რჩება.

კოალიციის ლიდერების პრემიერმინისტრის, ნაფთალი ბენეტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, იაირ ლაპიდისადმი გაგზავნილ წერილში, ზოაბი წერს, რომ მთავრობა უკანასკნელ თვეებში კიდევ უფრო მარჯვნივ გაიდახარა. იგი ხელისუფლებას არაბთა თემის პოლიტიკის გამო აკრიტიკებს. 

მემარცხენე კანონშემოქმედის თქმით, გასული თვე "გაუსაძლისი" იყო. მას მაგალითად მოჰყავს პალესტინელებსა და პოლიციას შორის შეტაკება ტაძრის მთასთან და Al Jazeera-ს რეპორტიორის დაღუპვა. 

"ვერ გავაგრძელებ იმ კოალიციის მხარდაჭერას, რომელიც სამარცხვინოდ ავიწროვებს იმ საზოგადოებას, რომლის წარმომადგენელი მეც ვარ". - აღნიშნა დეპუტატმა დამატებით.

მანამდე, ისრაელის მთავრობა დატოვა მმართველი კოალიციის ორგანიზატორმა, იდით სილმანმა. შედეგად, კოალიციამ ქნესეთში ადგილების უმრავლესობა დაკარგა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ უმრავლესობა მოიპოვა, ახალი მთავრობის დაკომპლექტება არჩევნების გარეშეც შეეძლებათ. 

კომენტარები