უკრაინა-აშშ

სენატმა უკრაინაში აშშ-ს ახალი ახალი ელჩი დაამტკიცა

Win McNamee/Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინაში აშშ-ს ახალ ელჩად ბრიჯიტ ბრინკი დაამტკიცა. მანამდე ბრინკი სლოვაკეთის ელჩი იყო. 

"[ელჩის შერჩევა] მშვიდობას, უსაფრთხოება და თავისუფლებისკენ წინსვლას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა. 

პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საგარეო სამსახურის ვეტერანი ოფიცერი გასულ თვეს წარადგინა. იგი სენატმა ერთხმად, ფარული კენჭისყრის გარეშე, დაამტკიცა. ბრინკი მსახურობდა სერბეთში, კვიპროსში, საქართველოსა და უზბეკეთში აშშ-ს საელჩოებში.

2018 წელს რამდენიმე მედიამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების გუნდმა საქართველოში ამერიკის ელჩის დანიშვნის პროცესი შეაყოვნა, რადგან ბრინკს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულად აღიქვამდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ბრალდებებს უარყოფდნენ და სპეკულაციებს უწოდებდნენ. 

უკრაინაში ელჩის თანამდებობა ვაკანტურად რჩებოდა 2019 წლიდან, მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარიე იოვანოვიჩი მოულოდნელად გაათავისუფლა. მისი გათავისუფლება უკავშირდება ტრამპის მცდელობას, დაეწყო გამოძიება პოლიტიკური კონკურენტის წინააღმდეგ. 

კომენტარები