ასეთი მაღალი დონის შეხვედრის გაუქმება ბუნებრივია უმიზეზოდ არ ხდება. ჩვენ დარმწუნებული ვართ მოვისმენთ ხელისუფლების განმარტებას, მაგრამ თავისთავად როცა კითხვები ისმის ეს იმიტომ ჰომ არ მოხდა, რომ მათ არ სურთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა, ამ შემთხვევაში ნატოს გენერალურ მდივანს, უკვე მიუთითებს ვითარების იმ სირთულეზე რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა თავისი გადგამული ნაბიჯებით, პოზიციით, ეს ეხება პოლიტიკურ დევნას, ოპონენტების დაპატიმრებას, მედიაზე ზეწოლას თუ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ ომზე პოზიციის დაკავებას. იმედია არ იქნება მსგავსი განმარტება, რომ პრემიერმინისტრის გადატვირთული გრაფიკის გამო გაუქმდა შეხვედრა.
საქართველო-NATO
წერეთელი: იმედია, არ გავიგებთ, რომ სტოლტენბერგთან შეხვედრა პრემიერის გრაფიკის გამო გადაიდო
tbl.ge/60b3
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაუქმებულ შეხვედრაზე. შეხვედრის გაუმქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
ამავე თემაზე
- NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა
- NATO-ს მაღალჩინოსანი: აღარ სჯერათ, რომ საქართველოს NATO-სკენ მისწრაფება გულწრფელია
- NATO-ს წევრები უნდა დაფიქრდნენ, რა გააკეთეს 2008 წელს – პაპუაშვილი
- ჯაფარიძე: პოლიტიკური გზავნილია, რომ ნატოში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია
- ნაცვლიშვილი: კრემლის მსახურმა ხელისუფლებამ შეაჩერა ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესი




