უკრაინა-საქართველო

ზარქუა პოდოლიაკზე: ერთი ჩვეულებრივი ვიგინდარაა, შემთხვევით მოხვდა ხელისუფლებაში

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკს ვიგინდარას უწოდებს და ამბობს, რომ ის უკრაინის ხელისფლებაში შემთხვევითაა მოხვედრილი, როგორც "კიდევ ბევრი სხვა".

"გამოვარდა, თუ არ ვცდები პოდოლიაკი... ძალიან უცნაურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, მიხედე - ომი გაქვს, უამრავი ადამიანი გეღუპება, უამრავი გამოწვევა აქვს უკრაინას და იცლიან და ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და ამბობენ, რომ ხალხმა უნდა იმას ქნას, ის არ უნდა იყოს. ვინ ეკითხება პოდოლიაკს? რას წარმოადგენს? ერთი ჩვეულებრივი ვიგინდარაა, პირდაპირ გეტყვით, რომელიც შემთხვევით მოხვდა ხელისუფლებაში ისიც და კიდევ ბევრი სხვა". – ამბობს ირაკლი ზარქუა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში სანქციებზე საქართველოს მთავრობის პოზიციაზე საუბრისას თქვა, რომ - "სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის და, რა თქმა უნდა, არა ხალხის პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას".

მიხაილო პოდოლიაკმა ამავე ინტერვიუში თქვა, რომ "ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია".

კომენტარები