რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებას მხარი დაუჭირა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ს მთავრობას მოუწოდებს, უკრაინის სამხედრო დახმარების ზრდისთვის გამოიყენოს რუსეთის სანქცირებული აქტივები

დემოკრატი ტომ მალინკოვსკისა და ჯო უილსონის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს 417-მა კონგრესმენმა მხარი დაუჭირა, 8 წინააღმდეგ წავიდა. ინიციატივა ეხება რუსეთის ფედერაციის ლიდერთა მხარდაჭერის გამო სანქცირებული პირების დაახლოებით $2 მილიონამდე აქტივის გაყიდვას, რომელთა ნაწილი რუსულ ენერგოკომპანიებს ეკუთვნის. 

კანონპროექტის თანახმად, აქტივები უნდა გაიყიდოს და მიღებული თანხა მოხმარდეს უკრაინის აღდგენას, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ზრდას. ასევე, სხვა ქვეყნებში მცხოვრები უკრაინელ ლტოლვილთა დახმარებას.

დოკუმენტის მიხედვით, უნდა შეიქმნას სახელმწიფო მდივნის მეთაურობით უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც "განსაზღვრავს იმ კონსტიტუციურ მექანიზმებს", რაც კანონპროექტის პრაქტიკაში განხორციელებას უზრუნველყოფს. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები