რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: უკრაინას MILAN-ის ტიპის რაკეტებსა და CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცებს გადავცემთ

Caesar-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას MILAN-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემასა და CAESAR-ის ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს მიაწვდის.

"პოლიტიკურ ბალანსში ყველა საკუთარ პასუხისმგებლობას იღებს და მე სხვის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩავერევი. ჩვენ (გერმანია და საფრანგეთი) ძალიან კოორდინირებულები ვართ. ამ თემაზე კანცლერ შოლცს გუშინწინ ვესაუბრე. [უკრაინას] კვლავ ვაწვდით მნიშვნელოვან აღჭურვილობას, დაწყებული MILAN-იდან, დამთავრებული CAESAR-ებითა და იარაღის სხვადასხვა ტიპებით. მგონია, რომ ამ გზით სვლა უნდა განვაგრძოთ, წითელი ხაზის გათვალისწინებით, რომელი არის ის, რომ ომში არ ჩავერთოთ". – თქვა მაკრონმა Ouest-France-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იმ კითხვის პასუხად, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პოზიციებზე გერმანიისა და საფრანგეთის კრიტიკას ეხებოდა.

CAESAR-ი ფრანგული წარმოების 155 მმ.-იანი თვითმავალი ჰაუბიცებია, ხოლო MILAN-ი ფრანგულ-გერმანული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სისტემა. 

Ouest-France-ის ინფორმაციით, უკრაინა პარიზისგან CAESAR-ის ტიპის 12 თვითმავალ ჰაუბიცას მიიღებს და საფრანგეთი 40 უკრაინელ სამხედროს მათ გამოყენებაში გამოყენებაში გაწვრთნის.

მარტის დასაწყისში საფრანგეთმა უკრაინას მცირე სამხედრო დახმარება გაუწია, თუმცა არ დაასახელეს თუ რა სახის შეიარაღება გადასცეს კიევს. დახმარების შემცველობა მათ, როგორც თავად ამბობდნენ, რუსეთის პროვოცირების თავიდან აცილების მიზნით არ დაასახელეს.

აპრილის შუა რიცხვებში ემანუელ მაკრონი საკუთარ Twitter-ზე წერდა, რომ საფრანგეთმა უკრაინას €100 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარება მიაწოდა.

კომენტარები