რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედია: ინდოეთმა რუსეთში ექსპორტირება საქართველოს პორტების გამოყენებით აღადგინა

ინდური მედია The Economic Times-ის ცნობით, გასულ კვირაში ინდოეთმა რუსეთში გააგრძელა ისეთი პროდუქტების ექსპორტირება, როგორიცაა ჩაი, ბრინჯი, ხილი, ყავა, ტკბილეულობა და ზღვის პროდუქტები. როგორც The Economic Times-ი წერს, ამ პროცესისთვის, ძირითადად, საქართველოს პორტები გამოიყენება.

"ბანკები რუსეთის უმსხვილესი კრედიტორის, სბერბანკის ხელმძღვანელობით, ხელს უწყობენ ორმხრივი ვაჭრობის მოგვარებას, რაც ძირითადად საქართველოს პორტების გავლით ხდება". – წერს ინდური მედია.

ჩამოთვლილი პროდუქტის ინდოეთიდან ექსპორტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეფერხდა. როგორც ინდური მედია წერს, ვაჭრობა ძირითადად რუბლსა და ინდურს რუპიაში სრულდება, თუმცა ზოგიერთი ბანკი ფულად გზავნილებს ევროში გზავნის.

"გადახდები სბერბაკის მეშვეობით სრულდება. ბანკები ხელს უწყობენ რუსეთთან სავაჭრო ოპერაციების აღდგენას, რომელიც ძირითადად საქართველოს პორტების გავლით სრულდება". – ციტირებს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი ინდოეთის ექსპორტის ორგანიზაციების ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორს, აჯაი საჰაის.

ჩაი, ბრინჯი, ხილი, ყავა, ტკბილეულობა და ზღვის პროდუქტები სანქცირებულ პროდუქტებს არ მიეკუთვნება, თუმცა რუსეთში მოთხოვნა მათზე მას შემდეგ გაიზარდა, რაც, დასავლური სანქციების შედეგად, ქვეყანას გარკვეული საქონლის ევროკავშირის ქვეყნებიდან მიწოდება შეუწყდა.

კომენტარები