საგარეო ვაჭრობა

თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი – საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-მარტში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3 865.0 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.9%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 1 171.8 მლნ დოლარია (+43.3%), ხოლო იმპორტი - 2 693.2 მლნ დოლარი (+35.7%).

2022 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (220 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (125.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (109.8 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან იმპორტში 65.1% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (463.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (273.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (241.9 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.4% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (562.4 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (461.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (383.3 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 271.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 23.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 160.1 მლნ. აშშ
დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.7%), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 94.9 მლნ. აშშ დოლარით (8.1%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი, 2022 წლის იანვარ-მარტში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 244.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.1% შეადგინა. მეორე ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებდა 222.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.3%), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 211.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.8%).

კომენტარები