საქართველო-უკრაინა

პაპუაშვილი: საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას შეძლებს

რადას თავმჯდომარის მხრიდან იქნა ნათქვამი, რომ იქნებ განგვეხილა ორმხრივი სანქციების შესაძლებლობები რუსეთის წინააღმდეგ. ამაზე გვქონდა გულახდილი საუბარი, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობები, ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება, რეალურად რაიმე ეფექტი მოვახდინოთ რუსეთის გადაწყვეტილებებზე. მაგრამ მთავარი ამ კუთხითაც, უკრაინისთვისაც და ჩემთვისაც არის შემდეგი: საქართველო არ იქნება ადგილი, არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა, გვერდი აუაროს სანქციებს და ეს არის მთავარი. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. 

კომენტარები