საქართველოს მთავრობა

პრემიერი: გვინდა, დავიწყოთ ჰესების მშენებლობის პროექტები, მათ შორის, სახელმწიფოს ჩართულობით

ეკონომიკა იზრდება, ტურიზმის მატება გვაქვს, ექსპორტი იზრდება, ახლა გვაქვს კონსულტაცია სხვადასხვა ინვესტორთან, ჩვენ გვინდა, რომ დავიწყოთ ჰესების მშენებლობის პროექტები, მათ შორის, სახელმწიფოს ჩართულობით და ამის თაობაზე ძალიან მალე მოგახსენებთ, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მათ შორის სახელმწიფომაც მიიღოს მონაწილეობა დიდი პროექტების განხორციელებაში... ასე რომ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, იმის მიუხედავად, რაც ხდება უკრაინაში, ეს უბედურება, ტრაგედია, ომი. ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარებას ხელი შევუწყოთ, არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს დაცვას.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები