რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

UN-ში აშშ-ს წარმომადგენელი რუსეთისთვის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერებას ითხოვს

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვა მოითხოვა. რაც გენერალურ ასამბლეაში კენჭისყრას საჭიროებს.

"რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ავტორიტეტული პოზიცია იმ საბჭოში, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების პატივისცემის ხელშეწყობას. ეს არა მხოლოდ თვალთმაქცობაა, არამედ საშიშიცაა". - თქვა ელჩმა.

თომას-გრინფილდმა კიევის ოლქში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის მსგავსად, სწამს, რომ დღეს მსოფლიო პასუხისმგებელია, შეეწინააღმდეგონ რუსეთის არაპროვოცირებულ საფრთხესა და სისასტიკეს.

"დღითიდღე ნათელი ხდება, თუ რამდენად მცირე პატივს სცემს რუსეთი ადამიანის უფლებებს". - თქვა ლინდა თომას-გრინფილდმა.

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ომის დაწყების შემდეგ უკრაინა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს

კიევის ოლქში ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა კონტროლი ეტაპობრივად დაიბრუნეს. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. ბუჩიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეები ქუჩებში დახოცეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების ქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კი საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

 

კომენტარები