მიხეილ სააკაშვილი

იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგმა სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მისი მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით.

"ევროპული სასამართლოს შეფასებით, ამ საქმესთან მიმართებით არ არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელიც მოითხოვს წინამდებარე საჩივრის განხილვას". - წერს სამინისტრო. 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად 50 დღე შიმშილობდა, რის შემდეგაც რეაბილიტაციისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 29 დეკემბერს, ღამით სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს.

კომენტარები