საქართველოს ელექტროსისტემა

კალაძე: რომელი ქვეყანაც უფრო იაფად შემოგვთავაზებს ელექტროენერგიას, მათგან შემოვიტანთ

ჩვენ რამდენიმე შესაძლებლობა გვაქვს, რომ ელექტროენერგია შემოვიტანოთ, ესენია: თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და რა თქმა უნდა, რუსეთი. ყოველთვის, მათ შორის ჩემი მინისტრობის დროსაც, ელექტროენერგიის შემოტანა ხდებოდა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საუკეთესო ფასს სთავაზობდნენ ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, ახლაც იმ გადაწყვეტილებას იღებს ხელისუფლება, რომელიც მისაღებია ჩვენთვის, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ამ ელექტროენერგიის გადასახადს იხდის საქართველოს მოსახლეობა.

ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ყიდულობს საქართველო სანქციების პირობებშიც რუსეთიდან ელექტროენერგიას და რატომ არ წყვეტს ხელშეკრულებას.

კომენტარები