რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: NATO ზრდის უკრაინისთვის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას

NATO-ს მოკავშირეები უკრაინას აწვდიან სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობას, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემებს, რომლებიც რეალურად დაეხმარენენ უკრაინელებს რუსული თვითმფრინავებისა და რაკეტების ჩამოგდებაში. მოკავშირეები აგრძელებენ მიწოდებას, ასევე სხვადასხვა ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისაც.

მე არ ვაპირებ დეტალურად ვისაუბრო თითოეული სახის მხარდაჭერაზე, ზუსტად როგორ და სად, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ გაართულებს ამ სახის მხარდაჭერის გაგრძელებას. NATO-ს წევრი ქვეყნები ზრდიან თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას.

თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები