რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

IAEA ჩერნობილზე: უსაფრთხოებაზე კრიტიკულ გავლენას ვერ ვხედავთ

AFP

IAEA ჩერნობილზე: უსაფრთხოებაზე კრიტიკულ გავლენას ვერ ვხედავთ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, უკრაინამ აცნობა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის გამო რადიაციული გაჟონვის საფრთხის არსებობის შესახებ. სააგენტო წერს, რომ ჩერნობილში უსაფრთხოებაზე კრიტიკულ გავლენას ვერ ხედავენ.

"უკრაინამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) აცნობა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შესახებ. სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ მოქმედებები არღვევს ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდებისთვის უსაფრთხოების ძირითად ნორმებს. ამ შემთხვევაში სააგენტო ვერ ხედავს კრიტიკულ გავლენას უსაფრთხოებაზე". – წერია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ სადგურში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის გამო რადიაციული გაჟონვის საფრთხე არსებობს. კულება წერს, სარეზერვო გენერატორები მხოლოდ 48 საათი იმუშავებენ, თუმცა სადგურს რუსული ჯარი აკონტროლებს და უკრაინას დაზიანების შეკეთების შესაძლებლობა არ აქვს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები