ლარის გაუფასურება

ვიცეპრემიერი: ჯერჯერობით, ჩვენი ეკონომიკის ყველა მაჩვენებელი არის ძალიან ჯანსაღი და მყარი

კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდო, იმიტომ, რომ უბრალოდ, პანიკის აყოლის შემთხვევაში ვზარალდებით და ვზარალდებით ფუჭად, ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი, არამხოლოდ სავალუტი კურსს ეხება ეს, მათ შორის, სხვა სავაჭრო ურთიერთობებს და ტრანზაქციებსაც და რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანია, ვთქვათ, რომ ჯერჯერობით, ჩვენი ეკონომიკის ყველა მაჩვენებელი არის ძალიან ჯანსაღი, მყარი და ამავე დროს, საკმაოდ მნიშვნელოვანი რეზერვები, მათ შორის სავალუტო რეზერვები გაგვაჩნია იმისთვის, რომ გამოწვევები, რომლებიც დღეს გვაქვს, იგივე კურსზე ზეწოლასთან და პანიკასთან დაკავშირებით, ჩვენ დავძლიოთ, იმისთვის, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ.

ვიცეპრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი TV იმედზე, ლარის მკვეთრ გაუფასურებასა და ეკონომიკურ პროცესებზე.

კომენტარები