რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინმა მიიღო კანონი, რომელიც ყალბი ამბის გავრცელებისთვის 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

ვლადიმირ პუტინი
ფოტო: telegraph.co.uk

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსი ჯარების შესახებ "ყალბი ამბების" გავრცელებისთვის 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კანონპროექტი აწესებს პატიმრობას განსხვავებული ვადებით, ასევე, გათვალისწინებულია ჯარიმაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც "შეგნებულად ავრცელებენ ყალბ ამბებს". თუ გავრცელებას "სერიოზული შედეგი" მოჰყვება, მაშინ განსაზღვრულია უფრო მკაცრი სანქციაც. 

4 მარტს რუსეთის მარეგულირებელმა ორგანომ Facebook-სა და Twitter-ზე წვდომა შეზღუდა

ამასთანვე, რუსეთმა შეზღუდა რადიო თავისუფლებისა და BBC-ის რუსული სამსახურის ვებგვერდებზე წვდომა - შეზღუდვის მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას ასახელებს. 

კომენტარები