რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კუბილიუსი: პუტინი ამ ბრძოლას წააგებს, გაუმარჯოს საქართველოს!

დღეს ჩვენ ყველანი უკრაინელები ვართ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინის კრიმინალური ომი. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვლოცულობთ გმირული უკრაინისთვის. ისინი გაიმარჯვებენ. უკრაინა ერთ-ერთი ძლიერი ევროპული სახელმწიფოა. მას ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი ჯარი ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებს შორის. ევროპამ უნდა სთხოვოს უკრაინას, რომ შეუერთდეს NATO-ს იმიტომ, რომ NATO ამით კიდევ უფრო გაძლიერდება. პუტინისა და რუსეთის ქმედებები ანადგურებენ რუსეთის ეკონომიკას. ემბარგო ადევს რუსეთის გაზსა და ნავთობს. ეს სანქციები გაანადგურებს რუსეთის ეკონომიკას. 

აუცილებლად უნდა დატოვოს რუსეთის უკანასკნელმა ჯარისკაცმაც კი უკრაინის ტერიტორია, დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის ჩათვლით. თუ პუტინს სურს, რომ აიცილოს კატასტროფა, ომი დღეს უნდა დაასრულოს. ომის შემდეგ აღდგენა ძალიან რთული იქნება. ევროპა სხვანაირი იქნება, ის იქნება ბევრად ძლიერი, ისევე, როგორც უკრაინა. უკრაინა შეუერთდება ევროკავშირს. მე იმედი მაქვს, რომ ქართველები შეძლებენ ევროპასთან ერთად ყოფნას. იმედი მაქვს, საქართველო შეცდომებს არ დაუშვებს ამ მიმართულებით.

ევროკავშირი ფასეულობათა საზოგადოებაა. ვისურვებდი, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ფასეულობის, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხარეს იქნება, არ მოხდება პოლიტიზაცია. ჩვენ გვიყვარს საქართველო, ჩვენ გვიყვარს ქართველები და ჩვენ გვსურს, რომ საქართველო ევროკავშირის ოჯახის წევრად  დავინახოთ. დავიცვათ თქვენი არჩევანი, დავიცვათ ევროკავშირი და დავიცვათ უკრაინა. ჩვენ გავიმარჯვებთ, პუტინი ამ ბრძოლას წააგებს. გაუმარჯოს საქართველოს!

თქვა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის მიმართვისას.

კომენტარები