რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინელები ლვოვის ისტორიული ქანდაკებების დაცვას ცდილობენ

  რომაული ღმერთის ნეპტუნის ქანდაკება, შეფუთული დამცავი პლასტმასით, დგას ლვოვის ბაზრის მოედანზე
Pau Venteo/Europa Press/Getty Images

უკრაინის კულტურული ცენტრის, ლვოვის მოსახლეობა ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურს ისტორიული ძეგლების შენარჩუნებაში ეხმარება

ქალაქის ცენტრალურ ბაზრის მოედანზე გადაღებულ ფოტოებში ჩანს, რომ ხალხი პლასტმასში ახვევს რომაული ღმერთის ნეპტუნისა და ბერძენი ქალღმერთის ამფიტრიტეს ქანდაკებებს. კლასიკური ღვთაებების ადონისისა და დიანას ქანდაკებებთან ერთად, კირქვის ფიგურები 200 წელზე მეტი ხნისაა.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს პრევენციული ქმედება არ შემოწმდება რეალური აფეთქებებით, მაგრამ გვიხარია, რომ დაცულია ძეგლთა მყიფე, მაგრამ ღირებული ელემენტები". - აღნიშნა ძეგთა დაცვის ფონდმა წერილში. იქვე მადლობა გადაუხადა ყველა იმ მოხალისესა და დამფინანსებელს, ვინც მონაწილეობა მიიღო კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში. 

ქანდაკება ლვოვის მე-14 საუკუნის ტაძრის გარეთ

ცენტრალურ მოედანზე იცავენ ნეპტუნისა და ამფიტრიტას ქანდაკებებს

წმინდა ანტონის ეკლესია

ქალაქის მე-17 საუკუნის მიძინების ეკლესია

კომენტარები