აშშ-ჩინეთი-ტაივანი

პომპეო: აშშ-მ უნდა აღიაროს ტაივანის დამოუკიდებლობა

მაიკ პომპეო
AP

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, აშშ-მ უნდა უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯი და აღიაროს ტაივანის დამოუკიდებლობა. 

"ჩემი აზრით, აშშ-ს მთავრობამ სწრაფად უნდა გადადგას აუცილებელი და დიდი ხნის დაგვიანებული ნაბიჯები, რათა გააკეთოს სწორი და აშკარა არჩევანი და შესთავაზოს ჩინეთის რესპუბლიკას (ტაივანს) ამერიკის მიერ, როგორც თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის, დიპლომატიური აღიარება". – წერს პომპეო

პომპეომ აღნიშნა, რომ ტაივანს არ სჭირდება დამოუკიდებლობის გამოცხადება, რადგან ის უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ხოლო აშშ-მ უნდა აღიაროს ეს რეალობა. 

"საუბარი არ არის ტაივანის სამომავლო დამოუკიდებლობაზე, არამედ უკვე არსებული რეალობის აღიარება. რეალობა კი ისაა, როგორც ბევრი ყოფილი და ახლანდელი ლიდერი ხაზგასმით აღნიშნავს, არ არის საჭიროება, რომ ტაივანმა გამოაცხადოს დამოუკიდებლობა, რადგან ის უკვე დამოუკიდებელი ქვეყანაა. მისი სახელია ჩინეთის რესპუბლიკა (ტაივანი). აშშ-ს მთავრობამ და ხალხმა უბრალოდ უნდა აღიარონ ეს პოლიტიკური, დიპლომატიური და სუვერენული რეალობა. ტაივანელი ხალხი იმსახურებენ მსოფლიოს პატივისცემას თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოსთვის". – წერს პომპეო

კომენტარები