რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში დაბომბვას, მინიმუმ, 3 მოქალაქე ემსხვერპლა – ქალაქის მერი

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში რუსმა სამხედროებმა მრავალსართულიანი კორპუსი და კერძო სახლი დაბომბეს - ქალაქის მერის, ვოლოდომირ მაციონიკის ცნობით, შედეგად, მინიმუმ. სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

"შეტევა დაიწყო, დაახლოებით, 23:59 საათზე მრავალსართულიანი კორპუსისა და კერძო სახლის დაბომბვით. სულ მცირე, კერძო სახლის სამი მშვიდობიანი მცხოვრებელი დაიღუპა".  - აცხადებს მაციონიკი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

კომენტარები