პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ უკარინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობარი ხალხი იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით.
ვხედავთ, როგორ გულშემატკივრობს ქართველი ხალხი უკრაინეკ მეგობარ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში და ჩვენს მეგობრობას, კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია.
ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ემოციური კაშირი უკრაინელებთან და შესაბამისად, მათი ტკივილი, ბუნებრივია, ჩვენ განსაკუთრებულად გვტკენს გულს და სწორედ ამის გამოხატულებაა ის განსაკუთრებული სოლიდარობა, რომელიც აჩვენა ქართველმა ხალხმა და რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას, ხალხს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითისთვის.





