რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვეიცარია, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებს შეუერთდეს და აქტივები გაყინოს

Keystone / Peter Klaunzer

შვეიცარიის პრეზიდენტმა, იგნასიო კასიმ 28 თებერვალს თქვა, რომ ორშაბათს შვეიცარია, დიდი ალბათობით, ევროკავშირის მსგავსად, რუსეთს სანქციებს დაუწესებს და რუსულ აქტივებს გაყინავს. 

მისი თქმით, ორშაბათს ფედერალური საბჭოს წევრთა შეხვედრა იგეგმება, სადაც სანქციებთან დაკავშირებით საფინანსო და ეკონომიკური დეპარტამენტების რეკომენდაციებს განიხილავენ. 

"დიდია ალბათობა, რომ ხელისუფლება ხვალ ამ [სანქციების დაწესების] გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ვერ ვიმარჩიელებ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ჯერ მიღებული არ არის". – განაცხადა კასიმ ფრანგულენოვან RTS-თან ინტერვიუსას. 

პრეზიდენტის თქმით, შვეიცარია კვლავ ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და გამოთქვამს მზაობას, გასწიოს დიპლომატიური ძალისხმევა, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის ბელარუსის საზღვარზე დაგეგმილი შეხვედრა უშედეგოდ ჩაივლის. 

"თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, რომ ნიჩაბს ნიჩაბი ვუწოდოთ". – დასძინა კასიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები