-
ქართული ოცნება ქართველ ხალხს არ წარმოადგენს.
-
ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა.
-
ქართულ ოცნებას ძალაუფლება მიტაცებული აქვს.
-
ქართული ოცნების ძალაუფლება არალეგიტიმურია.
ევროპული საქართველო უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს მიმართავს და გზავნილებს წერს.
25 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს.
ღარიბაშვილის განცხადების შემდგომ, თბილისში რამდენიმე აქცია დაანონსდა. მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, რათა პრემიერმინისტრის განცხადებას გამიჯნოდნენ და უკრაინისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ. ფართომასშტაბიანმა აქციამ მოგვიანებით პარლამენტთან გადაინაცვლა.
საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა, – "გასაოცარი ქართველი ერი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო! მადლობა ყველას თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ. მართლაც, არის დრო, როცა ხალხი მთავრობა არ არის, არამედ მასზე უკეთესია". – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





