რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროსაბჭომ რუსეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერებას მხარი დაუჭირა

assembly.coe.int

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერების გადაწყვეტილებას, თუმცა, ის ევროსაბჭოს წევრად რჩება.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების მიზეზი კრემლის მიერ უკრაინაში შეჭრაა. 

შუამდგომლობას, რომელიც უკრაინამ და პოლონეთმა დააყენეს, 47-დან 42-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის საქართველომ. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთს ევროსაბჭოს წევრობა შეუჩერეს. იგივე მოხდა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგაც, თუმცა, 2019 წელს მას წევრობა აღუდგინეს

კომენტარები