რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლომჯარია ღარიბაშვილზე: ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში, უკრაინის ბრძოლა ჩვენიცაა

საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადებება და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემ პოზიციას – ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში, უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლაცაა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის!

ვინც ასე ფიქრობთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ჩვენ ბევრი ვართ და ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება!

წერს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პრემიერმინისტრმა უკრაინაზე ლაპარაკისას თქვა, რომ "ომი ვერ იქნა აცილებული, ყველაზე მეტად ხალხი, სახელმწიფო დაზარალდება" და ასევე განაცხადა, რომ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს.

კომენტარები