რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხოშტარია: ოცნება უკრაინას მხარს არ უჭერს, სისულელეა მოლოდინი, რომ რამეს მიუერთდებიან

ქართული ოცნება უკრაინას მხარს არ უჭერს, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და სისულელეა მოლოდინი, რომ რამეს მიუერთდებიან და მოუერთდებიან. თან იტყუებიან, რომ ამით ომს გვარიდებენ. რეალურად, რა წამს რუსეთს მოუნდება და დაჭირდება, მაშინ შემოვა და არც წინააღმდეგობას გაუწევენ ესენი. მეტიც, რუსეთმა სუვერენიტეტი რომ მოგვთხოვოს დამატებით, იმასაც მისცემენ.

მთავრობა გვყავს პრორუსი, წერტილი.

1. უნდა შევცვალოთ. ვაიძულოთ რეზოლუცია და ვაიძულოთ რამე არის ილუზია. ამიტომ მგონია ეს საპარლამენტო პროცესი ფიქცია.

2. სანამ შევცვლით ინიციატივა ავიღოთ უკრაინის საკითხში და ჩვენ ვიაქტიუროთ. უცხოელებთან, პროპაგანდის წინააღმდეგ, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, სოლიდარობის ჩვენებისთვის.

წერს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პრემიერმინისტრმა უკრაინაზე ლაპარაკისას თქვა, რომ "ომი ვერ იქნა აცილებული, ყველაზე მეტად ხალხი, სახელმწიფო დაზარალდება" და ასევე განაცხადა, რომ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს.

კომენტარები