რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Reuters: NATO-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები საგანგებო შეხვედრას გამართავენ

Reuters-ის ცნობით, NATO-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები უახლოეს საათებში რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ საგანგებო შეხვედრას გამართავენ. გამოცემას ინფორმაცია ალიანსის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაუდასტურა.

რამდენიმე საათის წინ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

კომენტარები