ახალშობილის განზრახ მკვლელობა

"ახალშობილი გაგუდა და საკანალიზაციო მილში მოათავსა" – პროკურატურამ დედას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დედას, რომელმაც ახალშობილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა, ბრალი წარუდგინა. შემთხვევა 10 თებერვალს ფოთში მოხდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 10 თებერვალს, ფოთში, დ.კ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა". – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ქალი 14 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ფოთის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

კომენტარები