მე-10 მოწვევის პარლამენტი

თალაკვაძე ენმ-ს: მათი შეცდომის გამოსწორებას კანონების შეცვლით არ ვაპირებთ

თავის დროზე გახსოვთ, ჩვენ ვარწმუნებდით, რომ სიები არ გაეუქმებინათ და ვარწმუნებდით, რომ ეს იყო არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო გზის მოჭრა უკან. დღეს სწორედ მათ სურთ უკან დაბრუნება და საკუთარი გადაწყვეტილებების გამო ამას ვერ აკეთებენ.

დროა, რომ პასუხისმგებლიანად მოეკიდონ საკუთარ გადაწყვეტილებებს და როდესაც რაღაც გააკეთეს რამდენიმე თვის წინ, მით უმეტეს როდესაც ყველა არწმუნებდა, რომ ეს არ გაეკეთებინათ, დღეს სრულიად საპირისპირო ბრიფინგებით თავის შეცოდებას არ უნდა ცდილობდნენ. ეს იყო მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება და მათი შეცდომის გამოსწორებას კანონების შეცვლით ჩვენ არ ვაპირებთ.

ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე ენმ-ს ბრიფინგს, სადაც მათ მოითხოვეს, რომ ბადრი ჯაფარიძის და შალვა ნათელაშვილის ჩამორთმეული მანდატები მათ პარტიებს დაუბრუნდეთ.

დღეს, 15 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარალამენტო უმრავლესობა ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს.

კომენტარები