მე-10 მოწვევის პარლამენტი

დეკანოიძე: ჯაფარიძის და ნათელაშვილის ჩამორთმეული მანდატები მათ პარტიებს უნდა დაუბრუნდეს

მინდა ყველას ვუთხრა, ჩვენს საერთასორისო პარტნიორებს ვისთანაც გუშინ გვქონდა საუბარი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, იმისთვის, რომ ჩვენს საქართველოს პარლამენტში, ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ხალხისგან მინიჭებული მანდატი, რომელიც დღეს უნდა ჩამოერთვას ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით ბადრი ჯაფარიძესა და შალვა ნათელაშვილს, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით, რომელიც რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა, გაყალბებით და ზეწოლით, თუმცა, მაინც არჩევნებზე მიანიჭა ამ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვექნება და გვაქვს ამაზე საუბარი. ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს.

დღეს, 15 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარალამენტო უმრავლესობა ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 14 თებერვალს გამართულ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა.

კომენტარები